ისე ღირსეულად წავედი პოლიტიკიდან, რომ შესაძლოა, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში ვერ ნახოთ

ისე ღირსეულად წავედი პოლიტიკიდან, რომ შესაძლოა, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში ვერ ნახოთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოპონენტებს მისი ქვეყნიდან წასვლის სურვილი აქვთ, რაც მისი თქმით, არ მოხდება.

კითხვაზე, წავა თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან, ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ის პოლიტიკიდან ღირსეულად წავიდა. 

"ძალიან ოცნებობენ, მაგრამ რასაც ეძახიან წასვლას, ისეთი წასვლა არ შედგება. მე პოლიტიკიდან წავედი. მე ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას. ამის სურვილი აქვთ ოპონენტებს, რომ როგორმე, ქვეყნიდან წავიდე და ვაცადო, ის ძველი ტაშ-ფანდურა დააბრუნონ. პოლიტიკიდან ღირსეულად წავედი. ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება, მსოფლიოში ვერ ნახოთ ასეთი. მე დღეს ვარ მოქალაქე და ყველა მოქალაქეს ვალდებულება აქვს, მინიმალური მონაწილეობა მაინც მიიღოს პოლიტიკაში",-განაცხადა ივანიშვილმა.