NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, საქართველოს პარლამენტში, კანონმდებლებს ხვდება.
იენს სტოლტენბერგმა პარლამენტარებს სიტყვით მიმართა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ასევე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რაც მას NATO-ში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება.
"საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ძალზედ სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ის ასევე, აგზავნის ინფრორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე საქარეთველო-NATO-ს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის მოღვაწეობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველომ ძალზედ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა, აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ დაპირება გვაქვს, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატო-ს წევრობის მიღწევაში",-განაცხადა სტოლტენბერგმა.