ია მაკასარაშვილის შუამდგომლობით, ვარკეთილში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ია მაკასარაშვილის შუამდგომლობით, ვარკეთილში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრის ია მაკასარაშვილის შუამდგომლობით, ვარკეთილში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

დეპუტატის განცხადებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ძალისხმევითა და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, ვარკეთილი 3-ის მე-2 მ/რ-ის N16-ე კორპუსს გამაგრებითი სამუშაობი უკვე ჩაუტარდა და აღნიშნულ მისამართზე ამჟამად ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარკეთილი 3-ის მე-4 მ/რ-ის N409-ე კორპუსთან მდებარე სპორტული მოედანსაც უტარდება.

„მოხარული ვარ, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც სამაჟორიტარო ბიუროსა თუ ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან შესაბამის სტრუქტურებში იქნა მიწოდებული, დადებითად გადაწყდა’’,-აღნიშნა ია მაკასარაშვილმა.