დავით უსუფაშვილი ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ შესაძლოა მისი კანდიდატურა წარადგინოს, იუმორით პასუხობს

დავით უსუფაშვილი ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ შესაძლოა მისი კანდიდატურა წარადგინოს, იუმორით პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა მისი კანდიდატურა დაასახელოს.

ჟურნალისტების შესაბამის კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ იუმორით უპასუხა.

“საინტერესო ამბებია. დაველოდები დღის ბოლომდე, იქნებ კიდევ რამე გავიგო და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, შეიძლება ვინმე სხვა რამეს მიპირებს კიდევ, ვნახოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.