ნატო მზად არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით მხარდაჭერა გააძლიეროს

ნატო მზად არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით მხარდაჭერა გააძლიეროს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერადურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი. მისი თქმით, ეს არის ვარშავის სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო მხარს უჭერს იმ რეფორმებს, იმ წარმატებას, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და ნატო მზად არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით მხარდაჭერა გააძლიეროს.

„ნატო უფრო მეტად არის საქართველოში თავისი შესაძლებლობებით, თავისი წვრთნებით, პროგრამებით, რაც შესაძლებელს ხდის, გაიზარდოს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მან ნატოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტნიორებთან ერთად მომზადდა 4-წლიანი სტრატეგიის გეგმა, რომლის განხილვაც ახლო მომავალში უწყებათაშორის ფორმატში დაიწყება და შემდეგ მისი განხილვა უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება.