ვისაუბროთ რუსეთის გავლენაზე საქართველოს პოტენციურ გაწევრიანებაზე, ალბათ კორექტული არ იქნება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე გრძნობს თუ არა საქართველოს მთავრობა რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობას საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარი საშიანო დავალება უნდა შეასრულოს, რათა ქვეყანა დაუახლოვდეს და მოახდინოს სამხედრო სტანდარტების ჰარმონიზაცია ნატოსთან.
”ვისაუბროთ რუსეთის გავლენაზე საქართველოს პოტენციურ გაწევრიანებაზე, ალბათ კორექტული არ იქნება. ჩვენ საკუთარი საშიანო დავალება უნდა შევასრულოთ, რათა დავუახლოვდეთ და მოვახდინოთ საქართველოს სამხედრო სტანდარტების ჰარმონიზაცია ნატოსთან. ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ვიმოძრაოთ შეუქცევლად ნატოს წევრობისკენ. რასაც რეალურად ახლა ვახორციელებთ სამხედრო სფეროს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებას, რაც საჭიროა ნატოს წევრობისთვის.
ის, რომ მონტენეგრო ესწრებოდა ამ ძალზედ მნიშვნელოვან ფორუმს, კიდევ ერთხელ მეტყველებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მდგრადობაზე და ეს არის სტიმული ჩვენთვის იმის, რომ გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც დღემდე ვაკეთებდით. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსთვის იქნება ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარა
და ჩვენ მდგრადად უნდა ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.