პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „Fitch Ratings“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და შექმნილი მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.