12 აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 510 514 ამომრჩეველია რეგისტრირებული

12 აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 510 514 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი. 
როგორც მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო-ს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან დღემდე 719 499-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. 

”დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების შესახებ. 

მისი თქმით, 8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა იწურება.
”8 სექტემბერი საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესის ბოლო ვადაა. არჩევნებში ჩართულ მხარეებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს მინდა შევახსენო, რომ 8 სექტემბრის 18:00 საათზე სრულდება საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.