კახა კალაძე: თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ეს არ გამოუვათ

კახა კალაძე: თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ეს არ გამოუვათ

გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა კარგად მესმის, რომ ჩვენ საარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, - განაცხადა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძე ბოლო დროს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდბებებთან დაკავშირებით.

როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან ხუდონი თითქოს ჩემი საკუთარი პროექტია, ბოლოს გავიგე თითქოს გორში ქარის ელეტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურებიც, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი, ესეც ჩემი ყოფილა და ათასი რამ სიბინძურეები. ახლა ველოდები ჩემი ძმის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება, კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ, მათ ოჯახს მე ადამიანურად თანავუგრძნობ, მათ მეუღლეებს, დედას, თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა,  რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა ან მითითება, წარუდგინონ შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება“,-განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით,  ცილისწამებები ხელს ვერ შეუშლის, რომ ქვეყანას ემსახუროს.

თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ძალიან ცდებიან, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი,  ასე რომ ცილისწამებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის ჩემს იმ საქმიანობას, რასაც მე დღეს ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ იარაღის შენახვის ბრალდებით სამართლამდანცველებმა გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს. დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მათი დაკავებით კახი კალაძე იყო დაინტერესებული.