გია ვოლსკი - გადავწყვიტეთ, რომ არც ერთი მაჟორიტარი სიის მოწინავე რიგებში არ იქნება

გია ვოლსკი - გადავწყვიტეთ, რომ არც ერთი მაჟორიტარი სიის მოწინავე რიგებში არ იქნება

გადავწყვიტეთ, რომ არც ერთი მაჟორიტარი სიის მოწინავე რიგებში არ იქნება, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომელიც ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატია. 
”მაჟორიტარის "სიით დაზღვევა" არ უნდა მოხდეს, მას მანდატი მხოლოდ ამომრჩეველმა უნდა მისცეს”, - წერს ვოლსკი Facebook-ის გვერდზე. 
”ინტრეპრესნიუსის” ინფორმაციით, ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ”არაგამსვლელ” ნაწილში არიან მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი კანდიდატები, რომელთა რიგითობა სიის 50-ე ნომრიდან იწყება. 
როგორც არაოფიციალურად გახდა ცნობილი, ”ქართული ოცნების” პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული ძირითადად პარტიის ახალი სახეებით არის წარმოდგენილი. კერძოდ, სიის პირველი ათეულში დეპუტატობის ის შვიდი კანდიდატია, რომელიც პრემიერმა საზოგადოებას როგორც პარტიის ახალი სახე, საგურამოში გამართულ ღონისძიებაზე გააცნო. 
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკოში საარჩევნო სიის წარდგენის ვადა ხვალ იწურება. ხვალვე, ოფიციალურად გახდება ცნობილი ”ქართული ოცნების” საარჩევნო სია.