ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი პარლამენტში მეექვსედ ჩაიშალა, რაც პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაზე მეტყველებს

ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი პარლამენტში მეექვსედ ჩაიშალა, რაც პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაზე მეტყველებს

უზენაესი სასამარლოს მოსმართლეების არჩევის საკითხი პარლამენტში კვლავ გადაიდო. კვორუმის უქონლობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პლენარული სხდომის ჩაშლა იმაზე მეტყველებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკურ ძალებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. 

,,უკვე მეექვსედ ჩაიშალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი პარლამენტში. ეს მეტყველებს იმ პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომლებიც წარმოდგენილი არიან პარლამენტში. ასეთია მათ დამოკიდებულება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ელოდებიან სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 
მოსამართლეობის კანდიდატების - ლევან ბოძაშვილისთვის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, თუმცა პლენარული სესია კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.