გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება

გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ალიანსის გენერალური მდივანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სწორედ მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მეთაურთან აუდიენცია არის პირველი შეხვედრა, რომელსაც სტოლტენბერგი თბილისში ვიზიტის ფარგლებში მართავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სასტუმრო „რედისონში“ გაემგზავრება, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას გახსნიან.