წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახლოლალოსა და ზემო სარალის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 36-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამაზ ნავერიანი.
კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
თამაზ ნავერიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის არსებული პოტენციალის რაციონალურად გამოყენებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემატიკასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე.