გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შესახებ დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბრალდებულთა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა, სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში დღის განმავლობაში შეიტანს.
გიორგი ფექირიშვილს და ნოდარ ნიშნიანიძეს გუშინ პატიმრობა შეეფარდა.
გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 3 და 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.