დამნაშავეების თამაშის პირობების მიღება გვინდა, თუ პოლიციელების მხარდაჭერა?!

დამნაშავეების თამაშის პირობების მიღება გვინდა, თუ პოლიციელების მხარდაჭერა?!

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პოლიცია კრიმინალისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს.

ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო პერიოდის განმავლობაში, თბილისში მომხდარ რამდენიმე კრიმინალურ ფაქტს.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში, ცხელ კვალზე იხსნება.

"ცხელ კვალზე გაიხსნა ეს დანაშაულებიც, თუმცა საპოლიციო საქმიანობაში არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი - გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება თუ ჩვენი პოლიციელებისათვის და შესაბამისად, უსაფრთხოებისათვის მხარდაჭერა?",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.