პუტინის მძღოლი მოსკოვში ავარიის შედეგად დაიღუპა

პუტინის მძღოლი მოსკოვში ავარიის შედეგად დაიღუპა

მოსკოვში, კუტუზოვის 35-ში მომხდარი ავარიის შედეგად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ “დეილი მეილი” ავრცელებს. მძღოლის ვინაობა არ საჯაროვდება.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ სატრანსპორტო განყოფილებაში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა და პრეზიდენტის საყვარელ მძღოლად ითვლებოდა.

დასავლური მედია ავტოსაგზაო შემთხვევის კადრებსაც ავრცელებს. უბედური შემთხვევა მოსკოვში 2 სექტემბერს მოხდა.