პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. ბიუროს სხდომა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. „დღეს ჩვენ, 2016 წლის 6 სექტემბერს, ვმართავთ პარლამენტის ბიუროს სხდომას, რომელიც ცოტა სპეციფიური სხდომაა. კონსტიტუციის და ჩვენი რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ ამ ბიუროს მოწვევით ვხსნით საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიას. ასე, რომ სესიას გახსნილად ვაცხადებ”, - განაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პლენარულ სხდომას, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ არის ჩანიშნული, თუმცა უმრავლესობის წევრები ვარაუდობენ, რომ მოქმედი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შეკრებას და გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს.