საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალაუფლების შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულია

საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალაუფლების შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალის შესახებ საქართველოში ინფორმაცია გაზვიადებულია.

კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ პრორუსულ ძალებს არც იმხელა მხარდაჭერა აქვთ, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოების განვითარებაზე.

„პრორუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალაუფლება და ძალა საქართველოში გადაჭარბებულია. არ მგონია, რომ პრორუსული განწყობები საკმარისად მატერიალიზებულია იმისთვის, რომ სერიოზული ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს განვითარების ტენდენციებზე. მაგრამ ჩვენ არ უნდა უკუვაგდოთ რუსული პროპაგანდის ფაქტორი და კომუნიკაციების კომპანიაში გავითვალისწინოთ ეს, მაგრამ ასევე არ უნდა გავაზვიადოთ ის პოტენციალი, რაც დაკავშირებულია პრორუსულ ძალებთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩატარებულია სხვადასხვა კვლევა, რომელთა შორის ზოგი მეტად სანდოა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველა მათგანი აჩვენებს, რომ პრორუსულ ძალებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე და მის განწყობებზე.