ნიკა მელია: სად არის შინაგან საქმეთა მინისტრი? ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?

ნიკა მელია: სად არის შინაგან საქმეთა მინისტრი? ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების ფაქტები, ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

მისი თქმით, სახელმწიფო დღეს ოჯახებში მასიურად იარაღის ჩადებითაა დაკავებული.

„თბილისში შეიარაღებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან და ეს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს. სად არის ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი? საერთოდ შთაბეჭდილებას თუ მაინც ტოვებს, რომ ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?! სახელმწიფო დღეს მხოლოდ ოჯახებში მასიურად იარაღის ჩადებითაა დაკავებული და ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს. კალაძეა ის ადამიანი, რომელსაც წინასაარჩენოდ ქუჩა აქვს ჩაბარებული, მას ეს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა და შუაგულ თბილისში ახალგაზრდებს ერთმანეთს ახოცინებს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ 9 ოქტობრიდან სახელმწიფო თითოელულ მოქალაქეს დაიცავს”- განცხადა ნიკა მელიამ.