წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ტინისხიდის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხებს დაეთმო.
“ხელისუფლების სწორი მუშაობის შედეგად, ჩვენ გვაქვს შედეგი, ეტაპობრივად დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება . ეს სწორედ ის ბიზნეს სექტორია, სადაც მოიძიება რესურსი ყველაზე მეტი სამუშაო ადგილის შექნმისა. მე ვაძლევ ჩემს გორელებს პირობას, რომ ჩვენს ქალაქში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, უმუშევრობის პრობლემა აღარ იქნება“,- განაცხადა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩველთან შეხვედრისას.