პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დეპუტატების სახელმწიფოებრივი პოზიციის იმედი აქვს.
შესაბამისი განცხადება დოლიძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, სადაც დღეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე უნდა იმსჯელონ.
„მოგეხსენებათ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკვე 6 თვეა შექმნილი აქვს 3 მოსამართლის ვაკანსია. ჩვენ იმედი გვაქვს დეპუტატების სახელმწიფოებრივი პოზიციის ამ საკითხის მიმართ“, - განაცხადა დოლიძემ.
იურიდიული კომიტეტის სხდომა წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს. მას მოსამართლეობის მხოლოდ ორი კანდიდატი - ლევან ბოძაშვილი და ნონა თოდუა დაესწრებიან. ანა დოლიძის განცხადებით, მესამე კანდიდატი თამარ ლალიაშვილი საქართველოში არ იმყოფება.