დავით ბაქრაძე - საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ინსტიტუციისგან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს

დავით ბაქრაძე - საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ინსტიტუციისგან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ საქართველო სავიზო ლიბერალიზაციას უახლოს მომავალში მიიღებს. 

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს LIBE-ს კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა, საქართველოს ამ პროცესში ყველა ინსტიტუციისგან პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. 

”მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალპარტიულად იყო მხარდაჭერილი. მას პრაქტიკულად ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგი როგორც წინასწარ, სამოქმედო გეგმაზე, ასევე შემდგომ ევროპარლამენტარებთან და საბჭოსა და კომისიაში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა ინსტიტუციისგან. ამიტომ, იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის”, - განაცხადა ბაქრაძემ. 

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას კომიტეტის 44 წევრმა მისცმა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო დისკუსიას გამართავენ.