თბილისში, ბაგებში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. მას ფეხის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. დაჭრლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.