საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიასთან 1:2 დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიასთან 1:2 დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში მატჩის მე-16 წუთზე მარტინ ჰანტერეგერმა გახსნა. 
ორბურთიანი სხვაობით ავსტრია 42-წუთზე მარკო იანკომ დააწინაურა, საქართველოს ნაკრებიდან კი ერთადერთი გოლი 79-წუთზე ჯანო ანანიძემ გაიტანა.
მსოფლიო შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 6 ოქტომბერს, სტუმრად, ირლანდიასთან გამართავენ.