ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

პროფილაქტიკის თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

აღნიშნული პირი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა „ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს“ მოჰყვა, რის შედეგადაც კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელს ესროლა.