ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე პროფილაქტიკის თანამშრომელმა განუცხადა, სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი.
მისივე განმარტებით, დაჭრილი აღნიშნულ პროფილაქტიკაში მუშაობს.

„ჩვენი თანამშრომელი დაჭრეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - განაცხადა პროფილაქტიკის თანამშრომელმა და განმარტა, რომ დაჭრილი ავტომანქანების კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მუშაობს.

ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ესროლა.

მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა მოუცლელობის მიზეზით ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.

„უთხრა, ჯერ არ მცალია, დამელოდე და მერე გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ეს ადამიანი "მერსედესის" მარკის მანქანით წავიდა და ცოტა ხანში უკან "ბე ემ ვე"-თი დაბრუნდა, ამოიღო ავტომატი და ესროლა. ეს პიროვნება აქამდე არ გვყავს ნანახი, პროფილაქტიკის მუდმივი კლიენტი არ არის“, - აღნიშნავენ პროფილაქტიკის თანამშრომლები.