მიხეილ სააკაშვილი - რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს

მიხეილ სააკაშვილი - რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს

ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს.

”ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას. როგორც წესი, ის მოწინააღმდეგეს აბრალებს თავის გეგმებს. ამ სურათზე კარგად სჩანს, როგორ არეულობას ვამზადებთ ჩვენ. არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს”, - წერს სააკაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე და თან ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ყოფილი პირველი ლედი, ”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ბავშვებთან ერთადაა გადაღებული.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების ჩაშლას ცდილობს. როგორც ივანიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” რევოლუცია რამდენჯერმა დაგეგმა, თუმცა არ გამოუვიდა. მისივე თქმით, ამ პარტიის გათვლა ახლაც მხოლოდ რევოლუციას უკავშირდება.