რუსულმა Forbes-მა ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე“ დასვენებისათვის პოპულარული კურორტების „TOP-10“ გამოაქვეყნა, სადაც ბათუმის მეხუთე პოზიციაზეა.
ბათუმი, საქართველო
„ბათუმი - შავი ზღვის ყველაზე განვითარებული კურორტი საქართველოში - სტუმრებს იზიდავს არა მხოლოდ სანაპიროზე დასვენების კარგი შესაძლებლობით, არამედ თავისი მდიდარი ისტორიითაც. ქალაქში შესაძლებელია არაერთი საინტერესო ადგილის მონახულება: გონიოს ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც თავდაპირველად რომის იმპერიას, ხოლო შემდეგ ბიზანტიას ეკუთვნოდათ, არაბული ორნამენტებით მოხატული XIX საუკუნის ორთა ჯამეს მეჩეთი. კურორტის შემოგარენში მდებარეობს სხვა ისტორიული ძეგლებიც - სამონასტრო გამოქვაბულების კომპლექსი ვარძია, შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე ხერთვისი და XVI საუკუნეში აგებული გელათის მონასტერი. იმისათვის, რომ სათანადოდ შეიგრძნოთ ქვეყნის ატმოსფერო, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო, ეწვიოთ კოლორიტულ ბაზრებსა და ღვინის მაღაზიებს.
მუსიკისა და კინოს მოყვარულებისთვის სექტემბერში ბათუმში იგეგმება უამრავი ღონისძიება: 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით კურორტზე გაიმართება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“, 17-დან 23 სექტემბრის ჩათვლით - მუსიკალური, ხოლო 18-დან 25 სექტემბრის ჩათვლით - კინოფესტივალი BIAF’,- აღნიშნავს გამოცემა.