სალომე სამადაშვილი - “ქართული ოცნება” ყველანაირი მეთოდით ცდილობს “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს

სალომე სამადაშვილი - “ქართული ოცნება” ყველანაირი მეთოდით ცდილობს “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს

“ქართული ოცნება” დარწმუნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს, - ასე პასუხობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი „ოცნების“ წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას. 
სამადაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ქართველი ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი და რომლის წაგებაც არჩევნებში გარდაუვალია, გადაწყვეტილი აქვს წინასაარჩევნო პროცესი აბსრუდული ბრალდებებით წარმართოს.
„ასეთი ბრალდება მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს - “ქართული ოცნება” დარწმუნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს და ახლა ყველანაირი მეთოდით ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თამარ ჩუგოშვილის განაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს.