”პატრიოტთა ალიანსის” პლატფორმა ვერ გავიგე, ვერ მივხვდი რა უნდათ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ”პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობა შეაფასა.
”ვერ გავიგე მაგათი პლატფორმა, რა უნდათ, ტრადიციები და ქართული კულტურა ყველას გვიყვარს, ყველას მოგვწონს, თუმცა გადაჭარბებული და უტრირებული არაფერი ვარგა. ვერ გავიგე რეალურად, მოისმინონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი პლატფორმა თუ რა სურთ. პოზიტიურსაც ვიტყვი, ერთადერთი პარტიაა, ვინც ცდილობს ”ნაციონალური მოძრაობის” სწორად წარმოჩენას, სხვა პარტიები ხელისუფლებას ებრძვიან”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.