დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას მოლაპარაკებების თემა სირია და უკრაინა იყო

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას მოლაპარაკებების თემა სირია და უკრაინა იყო

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთს პრეზიდენტების მოლაპარაკების მთავარი თემა სირია და უკრაინა იყო. „იტარ ტასის“ ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა. 
ამ დრომდე ობამასა და პუტინს შორის დაგეგმილი მოლაპარაკების თემა არ საჯაროვდებოდა. 
„შეხვედრა იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. მხარეები შეყოვნდნენ, განიხილავდნენ სირიას, უკრაინასაც. ამის შემდეგ ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა დახურულ კარს მიღმა განაგრძეს შეხვედრა,“ - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 
კრემლის პრესმდივანს სხვა თემებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და მუშაობა კვლავ გაგრძელდება. 
ამერიკულ მხარეს მოლაპარაკების შედეგებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.