ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ - იმდენი არ ქნას, უსახლკაროდ დარჩეს

ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ - იმდენი არ ქნას, უსახლკაროდ დარჩეს

მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს, - ასე პასუხობს ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწებას აპირებს. 

”მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი “ნაცი“ არ არსებობს. „ნაციონალი“ არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად „ყველაფერი მოსულა“. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს. „მაესტროს“ ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, ვფიქრობდი რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია”, - წერს ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ქიბარ ხალვაში.

”რუსთავი 2”-მა დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც, მათი თქმით, მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ”რუსთავი 2” არასდროს ყოფილა. 
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.

ხელშეკრულების აუთენტურობას ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

”ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა, ამ შემთხვევაში ”რუსთავი 2”-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ”, - განუცხადა ოქრუაშვილმა ”რუსთავი 2”-ს.