ბინალი ილდირიმი - თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასთან არსებული სასაზღვრო ტერიტორიიდან ტერორისტების განდევნა შეძლეს

ბინალი ილდირიმი - თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასთან არსებული სასაზღვრო ტერიტორიიდან ტერორისტების განდევნა შეძლეს

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასთან არსებული სასაზღვრო ტერიტორიიდან ტერორისტების განდევნა შეძლეს. აღნიშნული განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა. 

„დღეს სირიასთან ჩვენი 91 -კილომეტრიანი საზღვარი, ააზაზადან ჯარაბლუსამდე - ტერორისტებისგან გათავისუფლებულია“- განაცხადა ბინალი ილდირიმმა. 

თურქეთის მთავრობის მეთაურის განმარტებით, საზღვარზე კონტროლის აღდგენა ნიშნავს, რომ ტერორისტები თურქეთის საზღვარზე გამავალი გზებით იარაღს ვეღარ მიიღებენ. 

აღსანიშნავია, რომ ანკარა ტერორისტებად არა მხოლოდ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, არამედ ქურთების შეიარაღებულ ძალებსაც უწოდებს. 
ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ სირიის თავისუფალმა არმიამ, თურქეთის სატანკო ქვედანაყოფების დახმარებით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში 10-მდე სოფლზე კონტროლის აღდგენა შეძლო. 

სირიის ჩრდილოეთით საომარი მოქმედებები, რომლებიც ტერორისტების გავლენის შესუსტებას ემსახურება, სპეცოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში მიმდინარეობს.