ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ. 
„ბიბისი“-ს ცნობით, ფხენიანმა რაკეტები ჩინეთისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სი ძინპინისა და პაკ კინ ჰეს შეხვედრიდან რამდენიმე საათში გაუშვა. 

ოფიციალურ შეხვედრაზე სამხრეთ კორეის პირველმა პირმა ჩინეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის შეკავების პროცესში უფრო აქტიური ჩართულობა სთხოვა. ჩინეთი ფხენიანის მოკავშირედ ითვლება. 

პაკ კინ ჰემ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტკური რაკეტების გაშვება და ბირთვული იარაღის გამოცდა, რომელსაც ფხენიანი აქტიურად განაგრძობს, პროვოკაცია უწოდა. სი ძინპინმა, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივაზე, სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განთავსოს, უკმაყოფილება გამოთქვა. 

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა უკანასკნელად გასულ თვეს გაუშვა, 500-კილომეტრიანი მანძილის დაფარვის შემდეგ ის საბოლოოდ ზღვაში ჩავარდა.