მამუკა კაციტაძე დავით უსუფაშვილის კონკურენტობაზე - ვუთანაგრძნობ ყველას, პირველი ნომერი „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყველგან პირველი იქნება

მამუკა კაციტაძე დავით უსუფაშვილის კონკურენტობაზე - ვუთანაგრძნობ ყველას, პირველი ნომერი „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყველგან პირველი იქნება

მერე რა, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კონკურენტობას საბურთალოს მე-6 ოლქში კოალიცია ”სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა კაციტაძე. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ საინტერესო ბრძოლა იქნება. 
”ჩვენ წარვადგინეთ დედაქალაქის მაჟორიტარები. დედაქალაქს ყოველთვის განსაკუთრებული როლი აქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბრძოლა იქნება საინტერესო, მაღალი კონკურენტუნარიანობით მოცული, თუმცა მინდა ვუთანაგრძნო ყველას, რომ პირველი ნომერი („სახელმწიფო ხალხისთვის“) იქნება ყველგან პირველი ნომერი”, - განაცხადა კაციტაძემ. 
საბურთალოს მე-6 ოლქში „რესპუბლიკური პარტიიდან“ დავით უსუფაშვილი იყრის კენჭს.