გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან. 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.