"საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებენ"

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველო ევროპასთან დაახლოებით, უფრო უსაფრთხო და განვითარებული ქვეყანა გახდება.

"გუშინ, ევროკომისარმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა 2016 წელს მიიღებენ ამ მანდატს და ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპას, სადაც არის ჩვენი ქვეყნის მყარი გარანტია იმისა, რომ კიდევ უფრო უსაფრთხო და განვითარებული გავხდებით",- აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, გაფართოვებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 2016 წელსვე მიიღებენ.

ბრატისლავაში ევროკავშირის წევრები ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად მან ინტერვიუ "რადიო თავისუფლებას" მისცა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტშიც და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორისაც ამ წელს მიიღებენ.