მე წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც აღარ დაანგრევინებს, აღარ წაალეკინებს თბილისს

მე წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც აღარ დაანგრევინებს, აღარ წაალეკინებს თბილისს

ბევრმა პოლიტიკოსმა და რამდენიმე არქიტექტორმა გაანადგურა თბილისი, რადგან არ უყვარდათ და არ უყვართ ეს ქალაქი, - ამის შესახებ ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ”ექსპო ჯორჯიაში” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ის წარადგენს გუნდს, რომელიც იზრუნებს თბილისზე და თბილისელებზე და არ დაუშვებს უნიჭო პოლიტიკოსებმა გაანადგურინ თბილისი.

”მე წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც აღარ დაანგრევინებს, აღარ წაალეკინებს ჩვენს ქალაქს, რომელიც არ შევა ფარულ კორუფციულ გარიგებაში, რომელიც არ იქნება იმპერატორების ნების უსიტყვო შემსრულბელი, რომელსაც ნამდვილად უყვართ თბილისი”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.