ორშაბათს ვლადიმერ პუტინისა და ბარაქ ობამას შეხვედრა გაიმართება

ორშაბათს ვლადიმერ პუტინისა და ბარაქ ობამას შეხვედრა გაიმართება

ორშაბათს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება“, - აღნიშნა პესკოვმა. იქნება თუ არა ეს შეხვედრა სრულმასშტაბიანი, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. მისი თქმით, შეხვედრა შესაძლოა, შედგეს როგორც კულუარებში, ისე სრულმასშტაბიან ფორმატში.

ვლადიმერ პუტინი და ბარაქ ობამა შეხვედრის შესახებ დიდი ოცეულის სამიტის დროს შეთანხმდნენ, რომელიც 4-5 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუში იმართება.