თარხან ბათირაშვილის შემცვლელად გულმუროდ ხალიმოვი დაინიშნა

თარხან ბათირაშვილის შემცვლელად გულმუროდ ხალიმოვი დაინიშნა

ტაჯიკეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური გულმუროდ ხალიმოვი დაჯგუფება „ილსამური სახელმწიფოს“ სამხედრო სარდლობის მეთაურად დაინიშნა. ამის შესახებ ტელეარხი „Alsumaria“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე მეთაური აბუ უმარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი იყო. ბათირაშვილი კოალიციური ჯარების ავიადარტყმებს ემსხვერპლა.

წყაროს ინფორმაციითვე, ხალიმოვის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა იმ მოტივით, რომ დარტყმა მის მიმართაც განხორციელდება.

ტაჯიკეთის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური გასული წლის მაისში გაუჩინარდა, რომელიც შემდეგ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აღმოაჩინეს. აგვისტოში აშშ-ს ხელისუფლებამ მის დაკავებაში დახმარებისთვის ჯილდო დააწესა.