ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად ამოწურულია

ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად ამოწურულია

ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად ამოწურულია, - აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრზიდენტმა დონალდ ტუსკმა ჩინეთში „დიდი ოციანის“ ფარგლებში გააკეთა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ამ ტვირთვის ევროპასთან ერთად განაწილებისკენ მოუწოდა. „მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალური შედეგების მოტანა“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ ევროპას არ ეხება და საუბარი მხოლოდ სირიელ თავშესაფრის მაძიებლებზე არ არის. „ჩვენ მსოფლიოში 60-70 მილიონ იძულებით გადაადგილებულ პირზე ვსაუბრობთ, ამ მოვლენას ადგილი აქაც და აზიაშიც აქვს“, - განაცხადა ტუსკმა.

მან საერთაშორისო საზოგადოებას იმ სირთულეებთან გამკლავება სთხოვა, რომლებიც უკონტროლო მიგრაციას იწვევს.