ობამა რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს

ობამა რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჩინეთში დიდი ოციანის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. 
აშშ-ის პირველი პირის განმარტებით, ვაშინგტონი და მოსკოვი სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების გზებზე ვერ თანხმდებიან. ობამას თქმით, აზრთა სხვადასხვაობა იმ საკითხსაც ეხება, თუ რომელი ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ უნდა მიიტანონ იერიში. 
მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მ და რუსეთმა შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების წარმოება უნდა განაგძონ, რაზეც, ობამას თქმით, მათი წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ.