ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სტაბილურობას და შედეგიც სახეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტაბილურობის გაერშე შეუძლებელია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ”გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და ამავე დროს ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში.
ჩვენი შემდგომი ამოცანაა ვისაუბროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.