მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” მცხეთის 37-ე ოლქში მხარს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უჭერს, - ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დღეს პაატა ბურჭულაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
”რაც შეეხება მცხეთის 37-ე ოლქს, ჩვენი პარტია მხარს უჭერს მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს”, - ნათქვამია ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.