ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონებში ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების აშენება ხდება

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონებში ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების აშენება ხდება

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონებში ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების აშენება ხდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წინანდალში განაცხადა, სადაც „საპარტნიორო ფონდსა“ და „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალ კომპანია „წინანდლის მამულებს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

”ერთი მხრივ, დღეს ალექსანდრე ჭავჭავაძის 230 წლის იუბილეა და მეორე მხირვ, „საპარტნიორო ფონდმა“ და „სილქროუდ ჯგუფმა“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც წინანდლის მამულებში 30 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება პირველი ბრენდული სასტუმრო კახეთში - ”რედისონი”. ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბრენდული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ჩნდება რეგიონებში იმიტომ, რომ რეალურად ეს არის რეგიონის გამოჩენა მსოფლიოს რუკაზე. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. 50 000-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს წინანდლის მამულს, თუმცა მე დარწმუნებუილ ვარ, რომ პოტენციალი 10-ჯერ მეტია”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ახალ სასტუმროში დაახლოებით, 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კახეთის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების, პირველი ბრენდირებული სასტუმრო „წინანდალი რედისონი“ თელავის რაიონში, სოფელ წინანდალში, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

30-მილიონიან საინვესტიციო პროექტზე შეთანხმება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შედგა. ოფიციალურ დოკუმენტს წინანდალში

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს “წინანდლის მამულების” დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს ხელი.