გამოკითხულთა 46%-სთვის ხმის მიცემის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტიის ლიდერია

გამოკითხულთა 46%-სთვის ხმის მიცემის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტიის ლიდერია

JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46%-სთვის ხმის მიცემის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტიის ლიდერია.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - რომელია ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს თქვენს ხმის მიცემას, გამოკითხულთა 46% პარტიის ლიდერს, 43% - პარტიის მიღწევებს, 21 %- პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას, 19% - პოლიტიკურ პარტიას, 12-12% - იმის მიხედვით, თუ ვის უჭერს მხარს ეკლესია და ინდივიდუალურ კანდიდატს, 9% - მეგობრებისა და ოჯახის რჩევებს, 5% - პარტიასთან არსებულ კავშირებს ასახელებს.

იმავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, დაასახელეთ, ორი ყველაზე აუცილებელი თვისება მომავალი პრემიერ-მინისტრისთვის - გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ეს არის პატიოსნება და სანდოობა, 30%-ის აზრით - ხალხთან სიახლოვე, 24%-24% კი პროფესიონალიზმსა და ძლიერ ლიდერს ასახელებს.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევაში ცდომილების ზღვარი 2,8%-ს შეადგენს.