ტაძარში

ტაძარში "პოკემონ გოუს" თამაშისთვის ბლოგერი დააკავეს

რუსეთში, ეკატერინბურგში, ვიდეობლოგერი რუსლან სოკოლოვსკი, ტაძარში "პოკემონ გოუს" თამაშისთვის დაიჭირეს.

რუსლან სოკოლოვსკი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან Youtube-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორ თამაშობდა ტაძარში "პოკემონ გოუს".

ბლოგერის განმარტებით, ის აპროტესტებს იმას, რომ კანონმდებლობა მსგავს ქმედებას კრძალავს.

ადვოკატის თქმით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა "შუღლის გაღვივებისა და მტრობის", ასევე "სინდისისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის" მუხლით.

გავრცელებული ინფორმაციით, კიროვის სასამართლო შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა. სასამართლომ დაცვის არგუმენტი არ გაითვალისწინა, მათ შორის ისიც, რომ ინვალიდ დედას სოკოლოვი არჩენს და ბლოგერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.