მოვუწოდებ პარტიებს იაქტიურონ, რადგან მრავალპარტიული პარლამენტი მნიშვნელოვანია

მოვუწოდებ პარტიებს იაქტიურონ, რადგან მრავალპარტიული პარლამენტი მნიშვნელოვანია

ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე კვლევებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ პარლამენტი მრავალპარტიული არ იქნება.

კალაძე პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება.

"ჩვენც ვისურვებდით, რომ პარლამენტში იყოს სხვადასხვა პარტიები წარმოდგენილი. თუმცა, ყველა კვლევა, რომელიც იქნა დღემდე ჩატარებული, აშკარად აჩვენებს, რომ ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ პარტიებს. მეც მინდა პარტიებს მოვუწოდო იაქტიურონ, რადგან დემოკრატიული კუთხით, ეს იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი. თქვენ თუ დააკვირდით კვლევებსაც და ამას ჩვენი შიდა კვლევებიც აჩვენებს, თუნდაც ავიღოთ სხვა პარტიების მხარდამჭერები, მათი  გარკვეული ნაწილი თვლის, რომ არჩევნებში  "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერი აღნიშნული განცხადებით პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მიერ საარჩევნო პროცესებზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი პროგნოზით, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.