გაგრძელდება მცდელობა, რომ იყოს შეღავათიანი პირობები, მაგრამ ვალს გადახდა უნდა

გაგრძელდება მცდელობა, რომ იყოს შეღავათიანი პირობები, მაგრამ ვალს გადახდა უნდა

გაგრძელდება მცდელობა, რომ იყოს შეღავათიანი პირობები, მაგრამ ვალს გადახდა უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ქობულეთში გამართული საარჩევნო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს იპოთეკით დაზარალებულების საკითხზე დასმული შეკითხვის კომენტირებისას განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის მიმართ მოსახლეობის მოთხოვნა შესრულდა და ადგილობრივებს მიეცა დრო მოეგვარებინა პრობლემა.

„სამწელიწადნახევრის განმავლობაში მოსახლეობის დიდ უმეტესობას, რომლებსაც იმწუთიერი პრობლემა ჰქონდა და შეიძლებოდა დარჩენილიყო სრულიად უყველაფროდ, ჩვენ მოვახერხეთ და უმეტესობას მივეცით დრო - 2-3 წელი იმისთვის, რომ გამართულიყო წელში და მოეგვარებინა პრობლემა. საქართველოს პარლამენტის მიმართ ეს მოთხოვნა იყო პირველ რიგში და ჩვენ ეს შევასრულეთ. მაგრამ ის, რომ ვინმეს მიერ აღებული ვალის გადახდას დავაკისრებთ სხვას, ასე არ გამოვა. გაგრძელდება მცდელობა, რომ იყოს შეღავათიანი პირობები, მაგრამ ვალს გადახდა უნდა “, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.