საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიალი სამარყანდში იმართება. გიორგი კვირიკაშვილი უკვე უზბეკეთში იმყოფება.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უზბეკეთის ვიცე-პრემიერი გულუმჟონ იბრაგიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კომოლოვი დახვდნენ.